მთვარის კალენდარი მაგიური რიტუალებისთვის

487485_509000719141617_1612654450_n_large

მთვარის 1-ლი დღე:

მთვარის ამ დღეს ძირითადად ატარებენ ისეთ რიტუალებს, რომლებიც როგორც მატერიალური ისე სულიერი მისწრაფებებისკენაა მიმართული მიმართული. თუ გაქვთ რაიმე სურვილი და მისი ასრულება გსურთ, მაშინ გამოიყენეთ ეს დღე.
ამ დღეს არ ხდება მსხვერპლშეწირვა.

მე-2 დღე:

ამ დღეს კარგია ტაძრის, სახლის ან რაიმე ნივთების კურთხევა და დამუხტვა. სხვა რიტუალები ამ დღეს არ სრულდება.

მე-3 დღე:

საკმაოდ აგრესული და ნეგატიური დღეა. ტარდება რიტუალები, რომლებიც შურისძიებისკენაა მიმართული. ეს დღე კარგია საბრძოლო მაგიის შესასწავლად და თავდაცვითი ტექნიკების სრუყოფისთვის.

მე-4 დღე:

ამ დღეს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სტიქიებს და ჩაატაროთ რიტუალები, რომლებიც სტიქიის სულებთან დაკავშირებაში დაგეხმარებათ.

მე-5 დღე:

მთვარის ამ დღიდან იწყება ინტენსიური მაგიური სამუშაოები. დაწყებული სამკურნალო მაგიიდან, დამთავრებული – გამანადგურებელი რიტუალებით. ამ დღეს დამზადებული ბალახეულის წამალი ბევრად ძლიერია ვიდრე სხვა დღეებში დამზადებული.

მე-6 დღე:

ამ დღეს ტარდება გამაახალგაზრდავებელი რუტუალები. რიტუალები სილამაზისთვის, ფიზიკური სხეულის მწყობრში მოყვანისთვის. აგრეთვე მატერიალური კეთილდღეობის მოსახვეჭი რიტუალები.

მე-7 დღე:

პოზიტიური და ნათელი დღეა. ამ დღეს ძირითადად ტარდება რიტუალები, რომლებიც ეხება სულიერი მდგომარეობის გამოსწორებას, ავი სულების განდევნას, ე.წ “დამავოისთან” საერთო ენის გამონახვას და მომავლის განსაზღვრას.

მე-8 დღე: ეს დღე განსაკუთრებით კარგია სამკურნალო ელექსირების დასამზადებლად და სხვადასხვა ნივთების დასამუხტად. აგრეთვე ამ დღეს კარგია მონათვლა და ახალი საქმის დაწყება.

მე-9 დღე: სრულდება ჯადოს მოხსნა და ენერგეტიკის გასაწმენდი რიტუალების ჩატარება. ასევე ამ დღეს ხდება უმძიმესი ჯადოს დადება (ძირითადად სასიყვარულო). დაიმახსოვრეთ, მთვარის ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია.

მე-10 დღე: ხდება გარდაცვლილი წინაპრების მოგონება, მათთან დაკავშირება, სიზმრის საშუალებით ინფორმაციის მიღება, ოჯახური პრობლემების მოგვარება. აგრეთვე ხდება მატერიალური კეთილდღეობის მოხვეჭა და ურთიერთობების ბალანსირება.

მე-11 დღე:

ამ დღეს ყველაზე ძლიერი ენერგეტიკა აქვს მთელი მთვარის ციკლიდან. ტარდება ყველანაირი ძლიერი რიტუალი. ამ დღეს ძირითადად გამოცდილი მაგები მუშაობენ, ხოლო ახალბედებისთვის მუშაობა არ არის მიზანშეწონილი. ამ დღეს თითოეულ დაშვებულ შეცდომაზე პასუხი სამმაგად მოგეთხოვებათ.

მე-12 დღე:

ტარდება რიტუალები, რომლებიც ეხება ფულის და სიმდიდრის მოხვეჭას, აგრეთვე ტარდება რიტუალები, რომლებიც ოჯახში სტაბილურობის შენარჩუნებას ეხება.

მე-13 დღე:

მაგიური დღეა. ამ დღეს ტარდება აბსოლუტურად ყველანაირი რიტუალი, დაწყებული შედარებით მსუბუქი რიტუალებიდან, დამთავრებული – უსასტიკესი რიტუალებით. ეს დღე განსაკუთრებით კარგია სასაფლაოზე შესასრულებელი სამუშაოებისთვის და ცოცხალი არსებების მსხვერპლშეწირვისთვის.

მე-14 დღე:

ნათელი დღეა, ტარდება სასიყვარულო და ბედნიერების მოსაზიდი რიტუალები. კარგია ამ დღეს ახალი საქმის წამოწყება.

მე-15 დღე:

სატანური დღეა. ტარდება სერიოზული (გამანადგურებელი) რიტუალები, სასიყვარულო, მომაჯადოებელი რიტუალები. ეს დღე კარგია სიმდიდრის მოსახვეჭად.

მე-16 დღე:

კარგი დღეა სასიყვარულო რიტუალების ჩასატარებლად, იღბლის მოსაზიდად და ნათლობებისთვის. კარგი დღეა ქორწინებისთვის.

მე-17 დღე:

ქალური ენრგეტიკის გავლენის დღეა. ამ დღეს რიტუალები ტარდება მამაკაცებისთვის და არა ქალებისთვის. ამ დღეს სექსისგან სამმაგად გაძლიერებულ სიამოვნებას მიიღებთ. კარგი დღეა სექსუალური მაგიის რიტუალების შესასრულებლად და სასიყვარულო რიტუალების ჩასატარებლად. კარგი დღეა ქორწინებისთვის.

მე-18 დღე:

ამ დღიდან იწყება ბნელი პერიოდი. ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს ტარდება ყველანაირი გამანადგურებელი რიტუალი, ამ დღეს უფრთხილდით შავ ჯადოქრებს.

მე-19 დღე:

სატანური დღეა. კარგი დღეა სასიყვარულო ზომბირების და სასაფლაოზე ჩასატარებელი რიტულების შესასრულებლად. ამ დღეს იკრძალება ფულის სესზება ან გასესხება. აგრეთვე არ შეიძლება ქორწინება.

მე-20 დღე:

ტარდება რიტუალები, რომლებსაც მთვარის დაღმავალ პერიოდში ატარებენ.

21-ე დღე:

ხდება მსხვერპლშეწირვა ღმერთებისთვის და ტარდება დაღმავარი მთვარეს ჩასატარებელი ნებისმიერი რიტუალი.

22-ე დღე:

შესაძლებელია მომავლის განსაზღვრა. ამ დღეს მკითხაობენ ნებისმიერ საკითხზე, ხდება მომავლის ნიშნების დანახვა, მიუწვდომელი ცოდნის მიღება, აგრეთვე ამ დღეს ამზადებენ დამცველ ამულეტებს.

23-ე დღე:

სატანური დღეა. მოიცავს მარსის გამანადგურებელ ენერგიას. ამ დღეს ამზადებენ სასიკვდილო ელექსირებს და ატარებენ მომაკვდინებელ რიტუალებს. ამ დღეს დადებული ჯადო კარგად და დიდხანს მოქმედებს და მოხსნა ძალიან რთულია. ენერგეტიკული ვამპირებისთვის საკმაოდ მომგებიანი დღეა, შესაძლებელია ადამიანისთვის ენერგიის წართმევა, თან ძალიან ადვილად.

24-ე დღე:

ეს დღე მოიცავს მამაკაცის სექსუალურ ენერგიას. ეს დღე განსაკუთრებით კარგია დამხმარე სულთან კონტაქტისთვის. ამ დღეს გამოცდილ მაგებს შეუძლიათ სექსუალური მაგიის განხრით გარკვეული რიტუალები ჩაატარონ ქალებისთვის. საკმაოდ ძლიერი დღეა.

25-ე დღე:

ამ დღეს არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება, კარგი იქნება თუ მთვარის ამ დღეს მშვიდად გაივლით და ახალი იდეების განხორციელებას არ დაიწყებთ. ამ დღეს შესაძლებელია სულების გამოძახება და მათგან გარკვეული ინფორმაციის მიღება.

26-ე დღე:

ეს დღე ძირითადად ეთმობა სასიყვარულო და საქმიან ურთიერთობებს. ტარდება ქორწინების ჩასაშლელი რიტუალები, იკითხება ბიზნესში კონკურენტების მოსაშორებელი შელოცვები, აგრეთვე ოჯახის დასანგრევი და წყვილებს შორის ურთიერთობის გასაფუჭებელი რიტუალები. ამ დღეს შესაძლებელია თავისუფლად დაუნგრიოთ ადამიანს ცხოვრება, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე.

27-ე დღე:

ამ დღეს ტარდება მომაკვდინებელი რიტუალები. დაუშვებელია ქორწინების ორგანიზება. ადვილად ნუ ენდობით ახლადგაცნობილ ადამიანებს.

28-ე დღე:

ტარდება ნებისმიერი რიტუალი, რომელიც მთვარის დაღმავალ პერიოდში ტარდება.

29-ე დღე:

სატანური დღეა. ყველაზე მძიმე დღეა მთელი მთვარის ციკლიდან. მოიცავს დიდ გამანადგურებელ ენერგიას. შავი მთვარის დღეა.
ტარდება შავი რიტუალები. ახალბედა მაგს ამ დღეს მუშაობა კატეგორიულად ეკრძალება, რადგან თითოეულ დაშვებულ შეცდომაზე სამმაგად აგებს პასუხს და შესაძლოა ყველაფერი უკან შემოუბრუნდეს.

30-ე დღე:

ამ დღეს ამზადებენ დამცველ ამულეტებს, აკურთხებენ სახლს და იცავენ ახლობლებს.

10 Comments (+add yours?)

  1. Magic Diaries
    Apr 03, 2013 @ 18:54:20

    უი,”კუდუანი”! -თქვენთვის წერილის გამოგზავნა დამავწყდა:) იმის შემოთავაზება მინდოდა,რომ რაღაცას დავწერ-მეთქი ამ ბლოგზე,საინტერესოს – სხვას რომ გამოადგება!:)

    Reply

  2. normaluri
    Jun 23, 2013 @ 16:29:38

    admin, shen xar magari *le adamiani, tumca shenze adamianis tqma ar sheidzleba, magari gaklia, asatianis qucha ici sadaa? google.ge-ze shedi da tu ar ici naxav, iq miakitxe xalxs da dagexmarebian, mere es debili saiti gaauqme, da shen i kompiuteri dawvi, rom avma sulebma agar shegawuxon, idi na ***, PASHOL DA ***

    Reply

  3. mari789
    Jul 16, 2013 @ 14:14:25

    მინდა გკითხოთ სახლში ბევრი შემოსავალი მაქვს მაგრამ სულ რომ იტკვიან ქარს მიაქვს კველაფერი რა ვქნა რომ სახლში ბარაქამ და სიმშიდემ დაისადგუროს

    Reply

  4. b3rhacker
    Jul 18, 2013 @ 12:37:28

    ასეთი კალენდარი მინდა მაგრამ უფრო გაშლილი ეს ხომ ასე რომ ვთქვათ ნელ ნელა იკუმშება მე ცოტა გასლილი მინდა დამილინკეთ რა ფოტო ^^

    Reply

  5. jafaridzekotiko
    Aug 17, 2013 @ 11:59:00

    Reply

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: