ჩემი დაბადების დღე!

tumblr_mgvtzpzuae1s0npkfo1_500_large

ყველაფერი გამოსწორდა, როგორც იქნა მზემ გამოანათა ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერი დალაგდა და მე ისევ ჰარმონიული ვარ დედამიწასთან. ყველა წყენა, ცუდი მომენტი და ტკენა დავივიწყე. არ ღირს ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა.

ძველი დროის გახსენება არ მსურს, დროა ახალზე ვიფიქრო… ჩემი დაბადების დღე ახლოვდება! მართალია წელს არამგონია კარგად და ხალისიანად შევხვდე, მაგრამ მანც არ ღირს ცუდ ხასიათზე ყოფნა. ხვალ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ. წარსულის შეცდომების გამო პასუხის გაცემა მომიწევს სამყაროსთვის, ახალი გამოწვევები მელის, ახალი გამოცდები, სირთულეები და ა.შ… მაგრამ ეს ყველაფერი არ მაშინებს. მთავარია ბრძოლა გავაგრძელო და ყველაფერი შევცვალო. ბედნიერი ვარ იმით, რომ გვერდით ისეთი ადამიანები მყავს, რომლებიც გაჭირვების დროს მხარში ამომიდგებიან.

დროა ცხოვრებას სერიოზულად შევხედო და ადრე მიყრილი საქმეები მოვაგვარო, რომ მომავალში დამიფასდეს. პირველად დავფიქრდი ცხოვრების არსზე. რა არის მთავარი ცხოვრებაში?

ხანდახან მეჩვენება, რომ მოვლენებს წინ ვუსწრებ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ფაქტია. ალბათ იმიტომ, რომ არ მინდა დროის დაკარგვა და ვცდილობ ყველაფერი დღეს გავაკეთო. მაგრამ იმაზე არ ვფიქრობ, რომ ყველაფრის დღეს გაკეთება ძალიან რთულია და ფაქტიურად ვერაფერს ვერ გავუმკლავდები. ჯობია დღეს – დღეისთვის გასაკეთებელი საქმე გავაკეთო, ხოლო ხვალ – ხვალის… ყველაფრის დრო მოვა. შეიგნე ეს ნიკა!

მგონი საკუთარი კრიტიკის გარდა სხვა არაფერს ვაკეთებ. ეს კიდევ უფრო მიფუჭებს, ისედაც გაფუჭებულ ხასიათს. ცხოვრებაში ბევრი კარგი საქმე მაქვსგაკეთებული, იმდენი კარგი საქმე, რომ ყველა ცუდს გადაწონის. ყოველთვის კეთილი ვიყავი და ახლაც კეთილი ვარ, მაგჰრამ არ ვიცი რა მოვუხერხო ამ აუტანელ ხასიათს.

აჯობებს პოსტის წერა დავასრულო და ხვალინდელი დღის გალამაზებაზე დავიწყო ფიქრი.

ყველა 24 იანვარს დაბადებულ ადამიანს გილოცავთ დაბადების დღეს!გისურვებთ ბედნიერებას და ბედნიერებისკენ მიმავალი გზის პოვნას!

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: